26 აგვისტო ისტორიაში

26 აგვისტო ისტორიაში

26 აგვისტო ისტორიაში

26 აგვისტო ისტორიაში

1071 წლის 26 აგვისტო მალაზგირთის ბრძოლის დღეა. სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის და ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ IV დიოგენეს შორის მალაზგირთში ბრძოლა დაიწყო. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერეთ მნიშვნელოვან ბრძოლად მიჩნეული მალაზგირთის ბრძოლა ალფარსლანის გამარჯვებით და დიოგენეს მხრიდან მასთან ზავის გაფორმებით დასრულდა. ამ ბრძოლის შემდეგ თურქებმა ანატოლიაში ჩასახლება დაიწყეს.

1382 წლის 26 აგვისტოს მონღოლთა ოქროს ურდომ ოთხ დღიანი ალყის შემდეგ მოსკოვის აღება მოახერხა. მოსკოვის პრინც დიმიტრი დონსკოი ქალაქის დაცემის შემდეგ ოჯახთან ერთად ქალაქ კოსტრომაში გაიქცა. თოხთამიშის მხრიდან მოსკოვის აღების შემდეგ ადგილობრივებს გადასახადების გადახდა მოეთხოვათ. მან მოსკოვთან ერთად ასევე სხვა რუსული ქალაქების დაპყრობაც შესძლო. თოხთამიშმა ოქროს ურდოს ძველი იერსახე დაუბრუნდა და სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებაც შესძლო. მაგრამ შემდეგ თემურლენგთან ბრძოლაში დამარცხდა, რასაც მის მმართველობაში მყოფი სახელმწიფოს დანაწევრება მოჰყვა.

1922 წლის 26 აგვისტოს თურქეთში ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის ბოლო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლას კი თვით მუსტაფა ქემალ ათათურქი ხელმძღვანელობდა. ეს ბრძოლა 1922 წლის 9 სექტემბერს იზმირის განთავისუფლებით დასრულდა.

1957 წლის 26 აგვისტოს პირველი ტრანზისტორიანი რადიოს სერიული გაყიდვა დაიწყო. ტრანზისტორიანი რადიოს პირველი გამოშვება 1927 წელს მოხდა და იმ დროს მხოლოდ 7 ცალი გაიყიდა. 1950-იანების შემდეგ კი ამ რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. ამით რადიომაუწყებლობა მსოფლიო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.


საკვანძო სიტყვები: ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები