შვეიცარიაში გაყიდვაშია მწერების ბურგერები

შვეიცარიაში დაიწყო ცილებით მდიდარი ფქვილის ჭიის შემცველი ჰამბურგერის გაყიდვა

794410
შვეიცარიაში გაყიდვაშია მწერების ბურგერები

შვეიცარიაში გაყიდვაშია მწერების ბურგერები

შვეიცარიაში დაიწყო ცილებით მდიდარი ფქვილის ჭიის შემცველი ჰამბურგერის გაყიდვა.

ქვეყნის სიდიდით მეორე სუპერ მარკეტის ქსელის დახლებზე, ქალაქებში ბასელში, ბერნში, ჟენევაში, ლოზანში, ლუგანოში, ციურიხსა და ვინტერტურში, ადგილი დაიკავა „მწერების ბურგერებმა“.

შვეიცარია გახდა ის პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც ნება დართო, შორეულ აღმოსავლეთში გავრცელებული და მსოფლიო მასშტაბით, ვარაუდით, 2 მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ მოხმარებული მწერების გაყიდვას.  

შვეიცარიის, მაისის თვეში შეცვლილი კანონით, დაშვებულ იქნა ნებართვა, ადრე მხოლოდ ცხოველების საკვებად გამოყენებული ფქვილის მწერის, კალიების და ჭრიჭინების ადამიანების მხრიდან მოხმარებაც.



მსგავსი ინფორმაციები