მანისაში 2 ათასი წლის წინანდელი ქვაფენილი აღმოაჩინეს

55 კმ-ის სიგრძის გზას სანიაღვრე არხებიც გააჩნია

მანისაში  2 ათასი წლის წინანდელი ქვაფენილი აღმოაჩინეს

ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლებმა მანისას მახლობელ ანტიკურ ქალაქ აიგაიში 2 ათასი წლის წინანდელი 55 კმ-ის სიგრძის ქვაფენილი აღმოაჩინეს.

ანტიკური ქალაქი დასავლეთ ანატოლიაში გაშენებულ 12 ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოში შედიოდა და ჩ.წ.-მდის მე-8 საუკუნეში აიგო.

ელინისტურ ეპოქაში, ე.ი. ჩ.წ.-მდე მე-3 საუკუნეში აიგაი პერგამონის სამეფოს დახმარებით რეგიონის მძლავ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად გადაიქცა.

თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი გზა ეგეოსის ზღვის სანაპიროდან იწყება და იზმირ-მანისას დამაკავშირებელ გზას უერთდებოდა რა, იგი მშვენივრად არის შემონახული და მალე ტურისტების სანახავ ადგილებში შევა.

ანტიკური აიგაის გზას სანიაღვრე არხებიც კი გააჩნია, ხოლო ზამთარში ცხენებს ფეხი რომ არ დასცუროდათ, ქვებს სპეციალური მოპირკეთებით ამშვენებდნენ



მსგავსი ინფორმაციები