ირანი, წმინდა მარიამის ეკლესიის ზარებს დააბრუნებს

ზარები, ვანში მდებარე წმინდა მარიამის ეკლესიას 1377 წლის 7 ივლისს გადაეცა

ირანი, წმინდა მარიამის ეკლესიის ზარებს დააბრუნებს

ირანი, თურქეთის ქალაქ, ვანში მდებარე, წმინდა მარიამის ეკლესიის ზარებს დააბრუნებს. ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის და ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე, ურმიას  ანთროპოლოგიის მუზეუმში განთავსებულ შვიდ ზარს თურქეთს გადაეცემა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზარების გადაცემა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელებით მოხდება. ირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილმეზობლური ურთიერთობის ნიადაგზე მიიღო. ეს ზარები,  ვანში  მდებარე წმინდა მარიამის ეკლესიას 1377 წლის 7 ივლისს გადაეცა, რომლებიც შემდგომი ბრძოლების დროს, ირანში წაიღეს და მას შემდეგ, ურმიას  ანთროპოლოგიის მუზეუმში არიან განთავსებული.



მსგავსი ინფორმაციები