პირველად, თურქული ბალი ჩინეთში

მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში გაგზავნილი თურქული ბალი, ამ კვირას პირველად იქნა ექსპორტირებული ჩინეთშიც

პირველად, თურქული ბალი  ჩინეთში

ევროპის ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში გაგზავნილი თურქული ბალი, ამ კვირას პირველად იქნა ექსპორტირებული ჩინეთშიც.

ტვირთმზიდავი თვითმფრინავით, პირველ ეტაპში გაგზავნილ იქნა 6 ტონა ბალი.

ულუდაღის, ახალი ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორის სენიჰ იაზგანის განცხადებით, ჩინეთში ბალის ექსპორტთან დაკავშირებით,  დაახლოებით 8 წლის განმავლობაში, ზედმიწევნით სამუშაოებს წარმართავდნენ სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის ჩათვლით ყველა დაინტერესებული მხარეები.

სამუშაომ გამოიყო ნაყოფი. ექსპორტიორებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და გააგზავნეს პირველი პარტია.

იაზგათის განცხადებით სწამს, რომ ჩინეთი თურქეთისთვის იმედის მომცემი ბაზარი გახდება.

პირველ ეტაპში, ტესტირების მიზნით, გააგზავნეს 6 ტონა. თუ ჩინეთში დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულების იმიჯს შექმნიან, მომავალ წელს ჩინეთიდან დიდ მოთხოვნას ელოდებიან. ეს კი, აუცილებლად აისახება მწარმოებლებზე.


საკვანძო სიტყვები: პირველად , ჩინეთი , ბალი , თურქული

მსგავსი ინფორმაციები