რაიხსტაგის წინ ჩინელები დააპატიმრეს

ისინი ნაცისტური მისალმების გამო დააპატიმრეს

785009
რაიხსტაგის წინ ჩინელები დააპატიმრეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ამ ქვეყნის პარლამენტის (რაიხსტაგის) წინ ნაცისტური მისალმებით სურათის  გადამღები 2 ჩინელი ტურისტი დააპატიმრეს. 36 და 49 წლის ჩინელები ადგილობრივმა პოლიციამ უკანონო სიმბოლოების გამოყენების ბრალდებით დააპატიმრა, თუმცა, ისინი 500 ევროს გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. რაიხსტაგი ნაცისტების ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა და იგი 1933 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა რა, ხელახლა ააშენეს. გერმანიაში ნაცისტებისგან შემორჩენილი მრავალი სიმბოლოს გამოყენება კანონით იკრძალება და დასჯადს წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები