5 აგვისტო ისტორიაში

5 აგვისტო ისტორიაში

5 აგვისტო ისტორიაში

5 აგვისტო ისტორიაში     

1858 წლის 5 აგვისტოს აშშ-სა და ევროპას შორის პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრაფის კაბელი იქნა გაყვანილი. მისი მშენებლობა 1857 წელს იქნა დაწყებული და დიდი სირთულეების მიუხედავად 1858 წლის 5 აგვისტოს იქნა დასრულებული. ამ ტელეგრაფის კაბელმა 1858 წლის 1 სექტემბერს გამოუსწორებელი დაზიანება მიიღო. საკონტინენტთაშორისო ტელეგრაფების გაგზავნა ამ კაბელების საშუალებით სრულად მხოლოდ 1866 წლის 7 სექტემბერს მოხდა.


1897 წლის 5 აგვისტოს საფრანფეთში, ინგლისში და აშშ-ში პირველი სარეკლამო ფილმი იქნა გადაღებული.


1921 წლის 5 აგვისტოს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული კანონით მუსტაფა ქემალ ფაშა (ათათურქი) ამ ქვეყნის არმიის მთავარსარდლად იქნა დანიშნული. მან ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ხალხს მოუწოდა, არმიის შეიარაღებაში ყველას მიეღო თანაბარი მონაწილეობა.


1962 წლის 5 აგვისტოს მერილინ მონრო გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მსახიობთაგან მერილინ მონრო ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 36 წლის მონროს გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან სიცოცხლე თვითმკვლელურად დაასრულა. მისი სიკვდილის შესახებ დღეისათვისაც არსებობს რაღაც ეჭვები. მონრომ სამსახიობო კარიერაში 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ”ზოგიერთს ეს ცხელი უყვარს” სახელწოდების ფილმით, მონროს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.


1971 წლის 5 აგვისტოს თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოფიციალურად სცნო. თურქეთი ნატოს წევრი მერვე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა.

 


საკვანძო სიტყვები: აგვისტო , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები