გობექლითეფეს არქეოლოგიური ტერიტორია „მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“ შევა

მომდევნო წელში მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლის თურქეთის კანდიდატი გობექლითეფეს არქეოლოგიური ტერიტორია იქნება

774279
გობექლითეფეს არქეოლოგიური ტერიტორია „მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“ შევა
Göbeklitepe

მომდევნო წელში მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლის თურქეთის კანდიდატი გობექლითეფეს არქეოლოგიური ტერიტორია იქნება.

მსოფლიოში ცნობილი უძველესი ტაძარი გობექლითეფე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკოს „მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“ თურქეთიდან შესული მე-18 ძეგლი იქნება.

შანლიურფას ახლოს მდებარე გობექლითეფეზე 54 წლიანი არქეოლოგიური გათხრების დასრულება მომდევო წელს იგეგმება.

არქეოლოგიური ტერიტორიის პრეზენტაციისა და განვითარებისათვის 15 მილიონი დოლარის საინვესტიციო გეგმა მომზადდა.

გობექლითეფეზე პირველად სამუშაოები 1963 წელში სტამბოლის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების მკვლევარებმა ჩაატარეს, რის შემდეგაც დღემდე ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა სტელები, რომლებზე გამოსახულია გარეული ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები, ტაძრის ნაშთები და 12 ათას წლის წინანდელი ადამიანის ქანდაკება.



მსგავსი ინფორმაციები