ჩინელი ნობელიანტი გარდაიცვალა

მას 11 წელი ჰქონდა მისჯილი

ჩინელი ნობელიანტი გარდაიცვალა

 

ჩინეთის ხელისუფლება იუწყება, რომ ქალაქ შინიანგის საავადმყოფოში პატიმრობა მისჯილი ნობელის მშვიდობის ლაურეატი, ჩინეთის ადამიანის უფლებების დამცველი ლიუ შიაობო 61 წლის ასაკში საავადმყოფოში მკურნალობის პერიოდში გარდაიცვალა და გარდაცვალების მიზეზად პოლიორგანული უკმარისობა დაასახელეს.

პატიმრობაში მყოფ ნობელიანტს გასულ თვეში მუცლის არეში ტკივილები დაეწყო, არტერიული წნევაც დაეცა, გაუარესდა თირკმელების მუშაობაც, რასაც ნაწილობრივი ნაწლავური გაუვალობაც დაემატა და ამიტომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შიაობოს 2009 წელს სასამართლომ  სახელწიფოს წინააღმდეგ ხალხის აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2010 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

2014 წელს მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ჩინეთმა მისი მკურნალობის ნებართვა მისცა 2 უცხოელ ექიმს  



მსგავსი ინფორმაციები