ნახატი ფანტასტიკურ ფასში

ბასკიას ნაწარმოები 110,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნახატი ფანტასტიკურ ფასში

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ამერიკელი მხატვრის, ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი  რეკორდულ ფასად გაიყიდა.

სოთბის ნიუ-იორკში მდებარე საუაქციონო სახლ "თანამედროვე ხელოვნება"-ში 27 წლის მხატვრის, რომელიც ნარკოტიკების შედეგად გარდაიცვალა, 1982 წელს შესრულებული ნახატი სახელწოდებით “უსახელო“-ს გაყიდვა 57 მილიონი დოლარით დაიწყო და 10 წუთის შემდეგ 110,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული ფასია.

სხვათა შორის ხსენებული ნახატი 1984 წელს ერთმა კოლექციონერმა მხოლოდ 19 ათას დოლარად შეისყიდა, ხოლო გასულ წელს იგივე ნახატი 57,3 მილიონ დოლარად გაიყიდა



მსგავსი ინფორმაციები