კრის კორნელი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

სიკვდილის მიზეზი უცნობია

კრის კორნელი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

ცნობილი როკ ჯგუფების, Soundgarden-ის და Audislave-ს სოლისტი კრის კორნელი, 52 წლის ასაკში სიცოცხლეს გამოემშვიდობა.

როგორც განაცხადა მისმა მენეჯერმა ბრაინ ბუმბერიმ, კორნელი Soundgarden-თან ერთად დეტროიდში გასტროლებზე იმყოფებოდა და კონცერტის შემდეგ დაუდგენელი მიზეზებით მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ახლობელ-მეგობრები და ოჯახის წევრები შოკში არიან.

მისივე თქმით კორნელის სიკვდილის მიზეზს სამედიცინო გაკვეთით დაადგენენ.

ძლიერი და 4 ოქტავიანი ხმის მფლობელმა კრისმა როკ ჯგუფი Soundgarden-ი 1984 წელს შექმნა და იგი 1990-იანი წლების გრანგის მიმდინარეობის ერთ ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო



მსგავსი ინფორმაციები