14 მაისი ისტორიაში

14 მაისი ისტორიაში

14 მაისი ისტორიაში

14 მაისი ისტორიაში 

1560 წლის 14 მაისს კაპიტან დერია პიალე ფაშას ხელმძღვანელობით ოსმალეთის არმიამ ესპანეთის მეთაურობის ქვეშ მყოფი ჯვაროსნული არმია ჯერბას საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა. 1500-იან წლებიდან მოყოლებული ოსმალეთის ფლოტი საზღვაო სავაჭრო გზებს განაგებდა რა, ჯვაროსნულმა ქვეყნებმა მას ომი გამოუცხადეს. ოსმალეთის ისტორიაში ყველაზე მძიმე საზღვაო ბრძოლად მიჩნეული ჯებრას საზღვაო ბრძოლაში ოსმალეთმა 55 საბრძოლო და მრავალი სატვირთო გემი იგდო ხელთ. ამვე ბრძოლაში თურქებმა სამხედრო მთავარსარდლებთან ერთად 5 ათასი ჯვაროსანი ტყვედ აიყვანეს.


1948 წლის 14 მაისს ინგლისის არმიამ პალესტინის ტერიტორია დატოვა და ამის შემდეგ ებრაელთა ეროვნული საბჭო თელ-ავივში შეიკრიბა და ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა გამოაცხადა. ისრაელის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებით ერაყმა, სირიამ, ეგვიპტემ და იორდანიამ არაბთა გაერთიანება ჩამოაყალიბეს და ისრაელს ომი გამოუცხადეს. არაბთა გაერთიანების და დამოუკიდებლობის გამომცხადებელ ისრაელს შორის ბრძოლა ერთ წელს გაგრძელდა. აღნიშნული ომის დაწყებისას უპირატესობა არაბთა გაერთიანებას ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ომის დასრულებისას ისრაელმა თავისი ტერიტორიები გააფართოვა. ამ ბრძოლის დროს დაახლოებით 700 ათას პალესტინელს სამშობლოს დატოვება მოუხდა. ამის კვალდაკვალ არაბულ ქვეყნებში შიდა არეულობა დაიწყო, რასაც მთავრობების შეცვლა მოჰყვა.

1973 წლის 14 მაისს აშშ-მა პირველი კოსმოსური ხომალდი ”სკაილები” კოსმოსში გაუშვა. საბჭოთა კავშირის მიერ 1971 წელს კოსმოსში გაშვებულ კოსმოსურ ხომალდ სალიუტ 1-ლის გაშვების შემდეგ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის კოსმოსის ათვისებაში შერკინების პერიოდი დაიწყო. სწორედ ამ მიზნით დაამზადა აშშ-მა კოსმოსური ხომალდი სკაილები, რომელსაც უფრო მეტ ხანს შეეძლებოდა კოსმოსში დარჩენა და 1973 წლის 14 მაისს იგი კოსმოსში გაუშვეს კიდეც.

1987 წლის 14 მაისს ცნობილი მსახიობი რიტა ჰეივორტი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მან მთელი მსახიობობის პერიოდში 70-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ფილმ “Gilda”-ს მეშვეობით მოიპოვა და იმ პერიოდში ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქნა დასახელებული.

1998 წლის 14 მაისს ცმობილი აშშ-ლი მომღერალი და მსახიობი ფრენკ სინატრა ლოს ანჯელესში გარდაიცვალა. მომღერალმა 1937 წელს “Hoboken Four” სახელწოდების მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა და ასე დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა. იგი 1940-იან წლებში ყველასათვის ცნობილი მომღერალი გახდა.


საკვანძო სიტყვები: ისტორია , მაისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები