ეგვიპტეში ახალი მუმიები აღმოაჩინეს

ისინი მე-18 დინასტიას განეკუთვნებიან

ეგვიპტეში ახალი მუმიები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ანტიკური მეფეების ხეობის მახლობლად, ქალაქ ელ უქსურის დასავლეთში მდებარე დრა აბულ ნაგას ნეკროპოლში, მე-18 დინასტიის, ე.ი. ფარაონების ეპოქის მაღალჩინოსნების ახალი მუმიები აღმოაჩინეს, რომლებიც 3500 წელს მოითვლიან.

ეგვიპტის ანტიკური ძეგლების მინისტრის, ჰალიდ ელ ანანის განცხადებით, სავარაუდო ერთ ერთი მუმია მომრიგებელ მოსამართლეს ეკუთვნის და იგი მე-18 დინასტიის ეპოქაში მსახურობდა.

არექოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, მუსტაფა ელ ვეზირის განცხადებით, ათობით ისტორიული ძეგლების გარდა, ფარაონის კუთვნილი 6 მუმია, კუბო და ათასზე მეტი პატარა ქანდაკებებია აღმოჩენილი და ყველა ისინი კარგ მდგომარეობაში არიან შემონახულნი.

მისივე თქმით მუმიების პატრონები ჯერ კიდევ დაუდგენელი ავადმყოფობით არიან გარდაცვლილნი. ეგვიპტის მე-18 დინასტია ჩ.წ.-მდე 1550-1298 წლებს შორის მეფობდა

 



მსგავსი ინფორმაციები