თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 15/ 2017

თურქეთის ბიზნეს საბჭო

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 15/ 2017

  

  თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 15/ 2017

                  თურქეთის ბიზნეს საბჭო

თურქულ საბჭოსთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან, თურქეთის ბიზნეს საბჭოს მეხუთე სამიტი ჩატარდა 2017 წლის 3 აპრილს ყაზახეთის დედაქალქ ასტანაში. ამ პროგრამაში გავაანალიზებთ თურქეთის ბიზნეს საბჭოს და მის  საქმიანობას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        2010 წლის 16 სექტემბერს, თურქულ ენოვანი სახელმწიფოების ლიდერებმა, სტამბოლის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ვაჭრობის, მრეწველობის, საინვესტიციო, ტექნოლოგიის გადაცემის, მომსახურების და სხვა ეკონომიკურ სექტორებში თანამშრომლობის მიზნით, შექმნან ერთობლივი ბიზნეს საბჭო. იგი მუშაობს 2009 წლის 3 ოქტომბერს ნახჭევანის შეთანხმებით დაფუძნებული თურქული საბჭოს დაქვემდებარებაში. გახლავთ საზოგადოებრივი, არასამთავრობო  და არაკომერციული ორგანიზაცია. ასევე, არის ინსტიტუციური პლატფორმა რომელიც წარმართავს წევრი ქვეყნების მრეწველებს შორის საერთო საქმიანობის შესახებ დისკუსიებს და ურთიერთ   გაცნობას. არის მთავარი ხელსაწყოა თურქული საბჭოს ქვეყნებს შორის კერძო სექტორების თანამშრომლობისთვის. საბჭოს საერთო სამუშაო ენად ითვლება ინგლისური, თუმცა სპეციალურ ღონისძიებებზე გამოიყენება თურქული ენის დიალექტებიც.

        თურქული ბიზნეს საბჭო, ამავე დროს ახდენს  კერძო თემებზე მოთხოვნის კვალდაკვალ გამოკვლევებს. საერთო სამოქმედო გეგმით, წინადადებებს იძლევა წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების წინსვლისთვის. ამავე დროს, თურქული საბჭოსთვის ასრულებს საკონსულტაციო საბჭოს მოვალეობას.

მოთავეობას უწევს თურქეთის ბიზნეს საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ბიზნეს საბჭოს სტრუქტურებს.

        თურქული ბიზნეს საბჭოს მეორე მუხლის თანახმად მისი მიზნებია:

ყოვლისმომცველი სავაჭრო თანამშრომლობის, ორმხრივი ინვესტიციების საზღვრის მიღმა თანამშრომლობის და წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო ინიციატივების წარმოქმნის და გაადვილების მიზნით პროგრამების და პროექტების განვითარება.

დიალოგის და დისკუსიის ფორუმების შექმნის მიზნით, ძლიერი მექანიზმის და ძლიერი კონტაქტების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

 ბიზნეს მოთხოვნების, შესაძლებლობების, პრობლემების და  ერთობლივი შეფასების ჩათვლით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ატმოსფეროს უზრუნველყოფა.

წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური მოდელის წარმართვის, კერძო სექტორების პარტნიორობის უფრო ფართოდ გამოყენებისთვის წახალისება და ამ მიზნით სპეციალისტების უზრუნველყოფა.

 წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების, ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სამართლებრივი და ადმინისტრაციული პირობებისთვის მხარდაჭერა.

 წევრი ორგანიზაციების და სახელმწიფოების ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის, ინვესტიციების შესაძლებლობების, სავაჭრო პოლიტიკის, ინფორმაციის და კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ აქტუალური ინფორმაციების მიწოდება.

 სპეციალობის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თავიანთი პერსონალების და წევრებისთვის ტრენინგებისთვის ხელის შემწყობი კურსების ჩატარება.  

 ზემოთქმულებთან დაკავშირებით, სპეციალური პროექტების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების შესახებ, თურქულ საბჭოსთან ახლო თანამშრომლობა და განხილვების წარმართვა.

        თურქეთის ბიზნეს საბჭოს მესამე პუნქტის თანახმად, თურქული საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს,  ხსენებული სახელმწიფოს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენელი ეროვნული ორგანიზაციის შუამდგომლობით შეუძლია თურქეთის ბიზნეს საბჭოში გაწევრიანება. ხსენებული ეროვნული ორგანიზაციები შემდეგია:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ორგანიზაციების ეროვნული კონფედერაცია (ASK),

ყაზახეთის Atameken-ის ეროვნული ეკონომიკური პალატა, ყირგიზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (CCI)თურქეთის სამრეწველო და სასაქონლო ბირჟების კავშირი და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო  (TOBB / DEIK).

        თურქეთის ბიზნეს საბჭოს მეხუთე სამიტი გაიმართა 2017 წლის 3 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივნის რამილ ჰასანოვის თავჯდომარეობით.  შეუერთდნენ თურქეთის სამრეწველო და სასაქონლო ბირჟების კავშირის დირექტორი რიფათ ჰისარჯიკოღლი, აზერბაიჯანის ბიზნესმენთა კონფედერაციის დირექტორი მემედ მუსაევი, ყირგიზეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავჯდომარე მარათ შარშეკეევი და ყაზახეთის მეწარმეთა პალატის საბჭოს თავმჯდომარე აბლაი მირზაჰმეთოვი. სამიტზე განხილულ იქნა ტექნიკურ დონეზე სამუშაოების ჩატარება, თურქული ქენეშის (თურქულენოვანი სახელმწიფოების) ბიზნეს პორტალით წევრი სახელმწიფოების სარგებლობა, (თურქეთის სამრეწველო და სასაქონლო ბირჟების კავშირი) TOBB მხრიდან ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის სპეციალისტებისთვის  პროფესიული სამუშაო ტრენინგების ჩატარება. სამიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ყაზახეთის მეწარმეთა პალატას და  TOBB-ს შორის თანამშრომლობის და ერთობლივი პალატის შექმნის შესახებ ოქმს.

ყაზახეთს და თურქეთს შორის ურთიერთობები ამჟამად სტრატეგიულ დონეზეა.         ამ ორმხრივი ურთიერთობების თურქული საბჭოს ფარგლებში ოთხეულის, ყირგიზეთის და აზერბაიჯანის, წინამდებარე პროცესში კი, თურქული საბჭოს არაწევრი უზბეკეთის და თურქმენეთის მიმატებით ექვსეულის დონეზე აყვანა სასარგებლო იქნება თურქული სამყაროსთვის.

ამავე დროს, თურქულ საბჭოს ესაჭიროება თავისთვის სატრანსპორტო დერეფნის შექმნა. იმიტომ, რომ კასპიის ზღვაზე შესაქმნელი დერეფანს გააჩნია რეგიონული და გლობალური ვაჭრობისთვის მთავარი ძარღვის დანიშნულების პოტენციალი.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები