16 აპრილი ისტორიაში

16 აპრილი ისტორიაში

236569
16 აპრილი ისტორიაში

16 აპრილი ისტორიაში

1850 წლის 16 აპრილს ფრანგი ცვილის ქანდაკების შემქმნელი მარია ტუსო 90 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. ტიუსო მსოფლიო მაშტაბით ცნობილი ადამიანების ქანდაკებების გაკეთებით არის ცნობილი. საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი დააპატიმრეს რა, პატიმრობაში სამი თვე გაატარა. შემდეგ მას საფრანგეთში სიკვდილ მისჯილების ძეგლების დამზადება დაევალა. მას სიკვდილ მისჯილი მეფეების, დედოფლების და მრავალი რევოლუციონერის ქანდაკება აქვს გაკეთებული. ტიუსო შემდეგ თავისი კოლექციით ინგლისში გადავიდა და ლონდონში მსოფლიოში ცნობილი მარია ტიუსოს სახელობის მუზეუმი გახსნა.

1916 წლის 16 აპრილს ცნობილი თურქი პოეტი ბეჰჩეთ ნეჯათიგილი სტამბოლში დაიბადა. მან უმაღლესი განათლება სტამბოლში მიიღო. ამის შემდეგ იგი ქალაქ ყარსში, ზონგულდაქში და სტამბოლში ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ნეჯათიგილი ლექსებთან ერთად თეატრალურ პიესებს და რადიოს დადგმებსაც წერდა.

1925 წლის 16 აპრილს სტამბოლში გამოსული გაერთიანებისა და პროგრესის მოძრაობის მხარდამჭერი გაზეთი ტანინი უვადოდ დაიხურა. 1908 წელში დაარსებული გაზეთი 1909 წლის 31 მარტის მოვლენების და მთავრობის მკაცრი კრიტიკის გამო იქნა დახურული. ამის შემდეგ გაზეთი 1947 წლამდე დროგამოშვებით გამოიცემოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გაზეთმა ინგლისის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება დაიწყო. გაზეთის გამოცემა 1961 წელს განახლდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ დაიხურა.

1975 წლის 16 აპრილს კამბოჯაში რადიკალურმა კომუნისტურმა მოძრაობა წითელ კხმერებმა ქვეყნის დედაქალაქი პნომპენი დაიპყრეს და კამბოჯის დემოკრატიული მთავრობა გამოაცხადეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები