ანტალიის 53-ე კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ფორთოხლით“ დასრულდა

ანტალიის 53-ე კინოფესტივალზე ეროვნული კონკურსის განყოფილებაში „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ფილმმა „ცისფერი ველოსიპედი“ მოიპოვა

596118
ანტალიის 53-ე კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ფორთოხლით“ დასრულდა

ანტალიის 53-ე კინოფესტივალზე ეროვნული კონკურსის განყოფილებაში „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ფილმმა „ცისფერი ველოსიპედი“ მოიპოვა.

კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ფორთოხლით“ დასრულდა.

EXPO 2016  ანტალიის საგამოფენო ტერიტორიაზე მდებარე კონგრეს ცენტრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე „ცისფერ ველოსიპედს“ ჯილოდ ერგო ასევე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურის კატეგორიებშიც.   

ეროვნულ კატეგორიაში საუკეთესო მუსიკისათვის ჯილდო გადაეცა ფილმს „მამაჩემის ფრთები“. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა ამავე ფილმის მსახიობი მენდერეს სამანჯილარი.

საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა ფილმი „ყოყმანი“.

ამ ფილმის მსახიობი ეჯემ უზუნი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნულ კატეგორიაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

ამ კატეგორიაში მაყურებელთა სპეციალური ჯილდო და ასევე საუკეთესო სცენარისათვის ჯილდო ფილმმა „ღია კარი“ აიღო.

„გზაჯვარედინი 48“ -ში მონაწილე თამერ ნაფარი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. ამავე ფილმს გადაეცა ჯილდო საუკეთესო მუსიკისათვის.



მსგავსი ინფორმაციები