16 თებერვალი ისტორიაში

16 თებერვალი ისტორიაში

1146210
16 თებერვალი ისტორიაში

 

გთავაზობთ 16 თებერვლის გამორჩეულ მოვლენებს

1459 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა სტამბოლის ამღები  ფათიჰ სულთან მეჰმედ მეორის მოძღვარი, განთქმული თურქი მეცნიერი აქშემსეთთინი. იგი ამავე დროს დიდი მედიკოსიც იყო და კურნავდა არა მხოლოდ ნორმალურ დაავადებულებს, არამედ სულიერ ავადმყოფებსაც. მისი აზრით ადამიანების დაავადებების მთავარი წყარო მიკრობები იყო, რომლის არსებობის შესახებაც ანტუან ვან ლეევენჰოეკმა ორი საუკუნის შემდეგ განაცხადა

1925 წლის 16 თებერვალს, ახლად შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ფაშას განკარგულებით, თურქეთის საავიაციო საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელმაც უზრუნველყო თურქეთში სამხედრო, სამოქალაქო, სპორტული და ტურისტული ავიაციის განვითარება.

1959 წლის 16 თებერვალს კუბის სახელმწიფო მეთაური გახდა ფიდელ კასტრო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბატისტას დიქტატორული რეჟიმის დამხობაში და ამასთან კუბის რევოლუციის ლიდერიც გახდა. როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეამცირა ფასები და გადასახადები ქვეყანაში, ხოლო ამის პარალელურად მიწების ექსპროპრიაცია მოახდინა

1999 წლის 16 თებერვალს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში შეიარაღებული თავდასხმის მცდელობა განხორციელდა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვზე, მაგრამ, იგი უვნებლად გადარჩა. ამ თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰიზბულ თაჰრირმა აიღო



მსგავსი ინფორმაციები