ექსპორტში რეკორდი დამყარდა

უცხოეთში გაიყიდა 168,1 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული პროდუქცია

1119349
ექსპორტში რეკორდი დამყარდა

გასულ წელს ექსპორტმა 168 მილიარდ 100 მილიონ დოლარს მიაღწია და ამით თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსარ ფექჯანმა, ანკარაში, 2018 ექსპორტის მონაცემების შეფასებისას განაცხადა. "2018 წელს ჩვენი მთლიანი ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 7.1 პროცენტით გაიზარდა და 168,1 მილიარდი დოლარს მიაღწია, რაც ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და ამით რეკორდი დავამყარეთ", განაცხადა ფექჯანმა. მისივე თქმით, 2018 წელში იმპორტი კი  4.6 პროცენტით შემცირდა და 223.1 მილიარდ დოლარამდე დავიდა.



მსგავსი ინფორმაციები