კატარი OPEC-ს ტოვებს

კატარი OPEC-ს ტოვებს

კატარი OPEC-ს ტოვებს

კატარი, 2019 წლის იანვრის თვიდან,  ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, OPEC-ს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ  ინფორმაცია კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-ქააბიმ დაადასტურა. „აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს კატარის სურვილს ძალისხმევა გაამახვილოს ბუნებრივი აირის წარმოების განვითარებასა და გაზრდაზე მომდევნო წლების განმავლობაში,“ განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა. კატარი აღნიშნული ორგანიზაციის წევრი უკვე 57 წელია არის. მეორეს მხრივ კატარის ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ნავთობის ფასმა 5%-იანი ზრდა განიცადა. ნავთობის ფასი დღეს ბარელზე 62 დოლარს შეადგენს.


საკვანძო სიტყვები: ბარელი , ნავთობი , დატოვება , OPEC , კატარი

მსგავსი ინფორმაციები