სტამბოლის მეტრო ევროპაში პირველია

მემანქანის გარეშე მომუშავე ხაზს ერთ ჯერზე 1620 მგზავრი გადაჰყავს

სტამბოლის მეტრო ევროპაში პირველია

 

ბელგიაში მოქმედმა საერთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაციამ, ევროპის ქვეყნების მეტროები გამოიკვლია და მგზავრთა გადაყვანის მოცულობის მხრივ პირველი ადგილი მიაკუთვნა სტამბულის უსკუდარ-სანჯაკთეფეს ხაზზე მომუშავე მეტროს, რომელიც მემანქანის გარეშე მუშაობს და ამით უკან ჩამოიტოვა ევროპის ისეთი ქალაქების მეტროები, როგორებიც არიან პარიზის, რომის, ბარსელონას და ა.შ.

როგორც ცნობილია მეტრო დაარსდა 1885 წელს და დღეს იგი მოქმედებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.

სტამბოლის ხსენებული მეტროს ხაზს ერთ ჯერზე 1620 მგზავრი გადაჰყავს, როცა პარიზის მეტროს 1200, რომისას 900 და ბარსელონისას 722 მგზავრი გადაჰყავს.

სტამბოლის  უსკუდარ-სანჯაკთეფეს მარშრუტი თურქეთში პირველი მეტროს ხაზია, რომელიც მემანქანის გარეშე, კომპიუტერული სისტემით მუშაობს.   



მსგავსი ინფორმაციები