ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მეორე ეტაპი დღეს ამოქმედდა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მეორე ეტაპი დღეს თურქეთის დროით 08.00 საათზე ამოქმედდა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მეორე ეტაპი დღეს ამოქმედდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ირანთან დადებული ბირთული შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შემდეგ დაწესებული სანქციების „ენერგეტიკის, ფინანსების და გემით ტრანსპორტირების“ შემცველი მეორე ეტაპი დღეს თურქეთის დროით 08.00 საათზე ამოქმედდა.

ტრამპმა მაისის თვეში ირანთან 2015 წელში მიღწეული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები 90 და 180 დღიან ორ ეტაპად ისევ ამოქმედდება

ამ ფარგლებში 90 დღის შემდეგ პირველი სანქციები 7 აგვისტოს ამოქმედდა.

ამერიკის ხაზინის სამინისტროს მიერ მიცემული 180 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი მეორე ეტაპი დღეს თურქეთის დროით 08.00 საათზე ამოქმედდა.

მეორე ეტაპის სანქციები 6 მუხლისგან შედგება. მათ სათავეში ირანის პორტების ოპერატორები, გემებით გადაზიდვების და გემთმშენებელი სექტორები დგას. სანქციები ირანის ისლამური რესპუბლიკის გემით გადაზიდვის ხაზებს, სამხრეთ გადაზიდვების ხაზის მსგავს ფირმებს და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს მოიცავს.  

ხაზინის სამინისტროს სანქციების მეორე მუხლი კი ნავთობთან დაკავშირებული პროცედურებისგან შედგება. სანქციები, რომლებიც ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) და ეროვნული სატანკერო კომპანიის (NITC) მსგავს ორგანიზაციებს მოიცავს, ირანისგან ნავთობის, ნავთობპროდუქტების ან ნავთობქიმიური პროდუქციის შეძენაზე საერთაშორისო შეზღუდვებს აწესებს.

სანქციების კიდევ ერთ სამიზნეს უცხოური საფინანსო ორგანიზაციების ირანის ცენტრალურ ბანკთან და ირანის ზოგიერთ ფინანსურ ორგანიზაციასთან წარმოებული პროცედურები წარმოადგენს.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული მეხუთე და მეექვსე მუხლები საშუამავლო და სადაზღვევო კომპანიებსა და ირანის ენერგო სექტორებს უწებს შეზღუდვებს.

ამავდროულად ამერიკის ხაზინის მინისტრმა სტივენ მნუჩინმა გუშინ წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს ძალაში შესასვლელი სანქციების ფარგლებში 700-ზე მეტ პირსა და ორგანიზაციას შავ სიაში შეიტანენ.

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაიკ პომპეოს განცხადებით, 8 ქვეყანას, რომლებმაც ირანისგან ნავთობის იმპორტი საგრძნობლად შეამცირეს, თუმცა სრულად არ შეუწყვეტიათ, ნავთობის იმპორტისთვის სანქციებისგან დროებით გათავისუფლდებიან და ამ ქვეყნებს 5 ნოემბერს დაასახელებს. მისივე თქმით, სანქციების კუთხით ევროკავშირი არ ექვემდებარება გათავისუფლებას.   
 


საკვანძო სიტყვები: სანქციები , აშშ , ირანი

მსგავსი ინფორმაციები