სტამბოლის აეროპორტიდან პირველი კომერციული საზღვარგარეთული რეისი შესრულდა

სტამბოლის აეროპორტიდან პირველი კომერციული საზღვარგარეთული რეისი შესრულდა

1079828
სტამბოლის აეროპორტიდან პირველი კომერციული  საზღვარგარეთული რეისი შესრულდა
istanbul havalimani kktc1.jpg
istanbul havalimani kktc.jpg

სტამბოლის მესამე აეროპორტიდან, რომელიც პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით 29 ოქტომბერს გაიხსნა, პირველი საზღვარგარეთული რეისი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გუშინ შესრულდა.  თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი კოდით "TK 978", სტამბოლის აეროპორტიდან პირველი საზღვარგარეთული რეისი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში შეასრულა. ბოინგ-737 ტიპის თვითმფრინავი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის დროით 18:55 საათზე დაჯდა. სტამბოლის აეროპორტიდან ჩასულ თვითმფრინავს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი, თოლგა ათაქანი და სხვა პირები დახვდნენ რა, ათაქანმა ამ ისტორიული ფრენის გამო კმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური რეისი იმაზე მიუთითებს, თუ ანკარა,   მათ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.



მსგავსი ინფორმაციები