ერაყმა კონტრაქტები დადო Siemens-თან და General Electric-თან

ისინი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს ააღორძინებენ

1073428
ერაყმა კონტრაქტები დადო Siemens-თან და General Electric-თან

 

ერაყმა, ელექტროენერგიის წარმოებისა და მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი გერმანიის Siemens-ის და ამერიკულ  General Electric-ის კომპანიებთან.

ერაყის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, Siemens-თან შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში ელექტროენერგეტიკული კრიზისის მოგვარებას, ხოლო General Electric-თან კი ენერგეტიკული სექტორის განვითარებას და ეკონომიკის გამოცოცხლებას.

მოკლედ, ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს ერაყში ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციას, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას და ენერგო სადისტრიბუციო ქსელების გაუმჯობესებას.

ერაყის მთავრობა კარგა ხანია რაც ეძებს ვარიანტებს ელექტრო კრიზისის მოგვარებისათვის, რომელიც მრავალი წელია რაც აწუხებს ქვეყანას და ამას იგი უცხო და საერთაშორისო კომპანიების მეშვეობით აპირებს.

ერაყში, სადაც ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე ამჟამად 13 გიგავატს შეადგენს, ქვეყნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სჭირდება 21 გიგავატის ელექტროენერგია



მსგავსი ინფორმაციები