ტრამპი აგრძელებს პაუელის კრიტიკას

“ მე მგონი ფედი ჭკუაზე შეიშალა"

ტრამპი აგრძელებს პაუელის კრიტიკას

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მართალია ცენტრალური ბანკის (Fed) პრეზიდენტ ჯერომე პაუელის მიმართ იმედები დიდად გაუცრუვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ აპირებს მისი თანამდებობიდან გაშვებას.

ტრამპი განაგრძობს პაუელის მიმართ კრიტიკული განცხადებების გავრცელებას, რადგან, მან ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის აქეთ მეექვსედ გაზარდა საპროცენტო განაკვეთები.

ტრამპი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბოლო დღეებში მძიმე დანაკარგებზე პასუხისმგებლობასაც სწორედ მას აკისრებს.

პრეზიდენტისვე აზრით, პაუელი მართალია "ძალიან მკაცრი" პიროვნებაა, მაგრამ, საპროცენტო განაკვეთების გაზრდით იგი დიდ შეცდომას სჩადის.

“ძლიერი დოლარი ამერიკული კომპანიების ბიზნესს უფრო რთულს ხდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ მისი თანამდებობიდან გაშვებას, მე უბრალოდ პაუელით იმედგაცრუებული ვარ", ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.

გუშინწინ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა გააკრიტიკა Fed-ი და თქვა: "ვფიქრობ, რომ იგი არასწორად იქცევა, რადგან, ბაზრებზე ძალიან დიდი სიმჭიდროვეა, მე მგონი ფედი ჭკუაზე შეიშალა".

ოთხშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბოლო დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა



მსგავსი ინფორმაციები