ირანი ერთ მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გასაყიდად გაიტანს

ირანი ერთ მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ირანის საერთაშორისო ენერგო ბირჟაზე გასაყიდად გაიტანს

ირანი ერთ მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გასაყიდად გაიტანს

ირანი ერთ მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ირანის საერთაშორისო ენერგო ბირჟაზე გასაყიდად გაიტანს.

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 ოქტომბრამდე 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ირანის საერთაშორისო ენერგო ბირჟაზე გაყიდის.

განცხადების თანახმად, ენერგო ბირჟაზე გასაყიდი ნავთობის საფასურის 20%-ის რიალით, 80%-ის ვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი.  

აქვე აღნიშნულია, რომ ნავთობი თითო ჯერზე მინიმუმ 5 ათასი ტონა ან 35 ათასი ბარელის რაოდენობით გაიყიდება.

აშშ-ს სანქციების მეორე პაკეტის 5 ნოემბერს ამოქმედებისთვის ემზადებიან ირანის ეროვნული ნავთობკომპანია, ირანის ნავთობის სავაჭრო კომპანია და ეროვნული ტანკერების კომპანია.

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ერთ-ერთი გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამერიკის სანქციების გამო საჭიროა ნავთობის რეალიზაციის მეთოდების გამრავალფეროვნება და კერძო სექტორის მიერ ამ საქმეში როლის აღება.


საკვანძო სიტყვები: ნედლი ნავთობი , ირანი

მსგავსი ინფორმაციები