თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა.

თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქციის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის პროგნოზი, როგორც ჯაჭვული მოცულობის ინდექსი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,2%-ით გაიზარდა.

წარმოების მეთოდის მიხედვით მიმდინარე ფასებით მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის პროგნოზი, ამა წლის მეორე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20,4%-ით გაიზარდა და 884 მილიარდ 4 მილიონ 260 ათასი ლირა შეადგინა.

მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის შემადგენელი საქმიანობიდან ამა წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით როგორც ჯაჭვული მოცულობის ინდექსი სასოფლო სამეურნეო სექტორის დამატებითი ღირებულება 1,5%-ით, სამრეწველო სექტორი 4,3%-ით, სამშენებლო სექტორი 0,8%-ით გაიზარდა.  

ვაჭრობის, ტრანსპორტირების, საცხოვრებლების და კვების მომსახურებისგან შემდგარი მომსახურების სექტორის დამატებითი ღირებულება კი 8%-ით გაიზარდა.  


საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები