ლავროვმა ამერიკა კვლავ გააკრიტიკა

“ვაშინგტონი დოლარს დასჯის ინსტრუმენტად იყენებს“

ლავროვმა ამერიკა კვლავ გააკრიტიკა

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ი დოლარს, სხვა ქვეყნებს დასჯის მიზნით იყენებს.

მან რუსეთის სატელევიზიო არხ პირველი კანალისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "დოლარი საერთაშორისო ვალუტა და ფინანსური სისტემაა, ხომ მართალია ეს? დიახ, მართალია. ყველამ მიიღო ეს წესი და მრავალი წელია ამ წესით ვცხოვრობდით. ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ამერიკა, როგორც ძირითადი სავალუტო მფლობელი, თავის ვალდებულებებს შეასრულებდა“.

ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დოლარს, სხვა ქვეყნების დასჯის საშუალებად იყენებს. 

"ამერიკა დაუყოვნებლივ ამთავრებს ამ ქვეყანასთან დოლარებში ყველა სახის საბანკო ოპერაციებს და მომსახურებას. თანაც, იგი არა მარტო იმ ქვეყანას სჯის, რომლის დასჯაც სურს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც დასასჯელ ქვეყანასთან ურთიერთობები აქვთ", განაცხადა ლავროვმა.



მსგავსი ინფორმაციები