ტრამპი კვლავ დაიმუქრა

“მსო აშშ-ს კარგად უნდა მოექცეს“

ტრამპი კვლავ დაიმუქრა

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა დასტოვებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.

ამის შესახებ მან Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მსო მის ქვეყანას კარგად უნდა მოექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გავლენ ამ ორგანიზაციიდან.

გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებდა, რომ მსო აშშ-ს წლების მანძილზე ძალიან ცუდად ეპყრობა, რითაც ამერიკა არა პოზიტიურ პოზიციებზე დავიდა და ამიტომაც, ამ ორგანიზაციას მისი ქვეყნისადმი არსებული პოზიციის შეცვლა მოსთხოვა.
მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა მსო-ში რობერტ ლიხთიზერმა თქვა, რომ 2001 წელში ჩინეთის გაწევრიანება  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დიდ შეცდომას წარმოადგენდა.

ექსპერტების აზრით,  აშშ-ს გასვლა მსო-დან უდიდეს დარტყმას მიაყენებს გლობალურ ვაჭრობასაც და ეკონომიკასაც



მსგავსი ინფორმაციები