გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა.

საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე გავრცელებული ლონდონის ბრენტ-ის ტიპის ნედლი ნავთობის ბარელის ფასმა გუშინ 74,73 დოლარი შეადგინა, დღეს კი 2,2%-ით 76,40 დორლამდე გაიზარდა

ამგვარად, ლონდონი ბრენტ-ის ტიპის ნედლი ნავთობის ბარელის ფასმა 11 ივლისიდან დღემდე ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.

ამერიკული დასავლეთ ტეხასის (WTI) ტიპის ნედლი ნავთობის ბარელის ფასი გუშინ 67,83 დოლარი იყო, დღეს კი ისიც 2,2%-ით 69,31 დოლარამდე გაიზარდა.  

ამგვარად, ამერიკული დასავლეთ ტეხასის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 8 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი ფასი აჩვენა.

მსოფლიოს ნედლი ნავთობის ყველაზე დიდ მომხმარებელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზაფხულის სეზონზე ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების ყოველწლიური სარემონტო პერიოდო მოახლოვდა და ესეც მომდევნო კვირეებში მიწოდების შემცირებას გამოიწვევს ამან კი შესაძლოა ფასების კიდევ უფრო ზრდა მოახდინოს.


საკვანძო სიტყვები: ფასი , ნავთობი

მსგავსი ინფორმაციები