G20-ის ციფრულ ეკონომიკაზე პასუხიმგებელი მინისტრების შეხვედრა არგენტინის ქალაქ სალტაში ჩატარდა

G20-ის ციფრულ ეკონომიკაზე პასუხიმგებელი მინისტრების შეხვედრა არგენტინის ქალაქ სალტაში ჩატარდა

G20-ის ციფრულ ეკონომიკაზე პასუხიმგებელი მინისტრების შეხვედრა არგენტინის ქალაქ სალტაში ჩატარდა

დიდი ოცეულის ციფრულ ეკონომიკაზე პასუხიმგებელი მინისტრების შეხვედრა არგენტინის ქალაქ სალტაში ჩატარდა.  

შეხვედრაზე თურქეთს მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მუსტაფა ვარანკი წარადგენდა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა თურქმა მინისტრმა დასძინა, რომ სავაჭრო ომებს გამარჯვებული არ ეყოლება და ყურადღება გაამახვილა ვაჭრობაში დამოუკიდებელი გადახდის მეთოდებზე.

„ციფრული ეკონომიკის საშუალებებით, ყველა სახის პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი გადახდისა და გაცვლის სისტემის გზები შეგვიძლია გამოვნახოთ.“ - აღნიშნა ვარანკმა. მისივე თქმით, ამგვარად ზოგიერთი ფულადი ერთეულის გლობალურ ბაზარზე პრივილეგიებიც მოიხსნება.

იგი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომებს და დასძინა : „დაგეგმილი და მტკიცე ნაბიჯების მეშვეობით ამ თავდასხმას გავუმკლავდით. საკითხი ასე დგას, ეს თურქეთს დაემართა, მაგრამ რისკი ყველა ქვეყნისთვის არსებობს.“

მუსტაფა ვარანკმა კოლეგებთან პირისპირი შეხვედრებიც გამართა.


საკვანძო სიტყვები: არგენტინა , დიდი ოცეული

მსგავსი ინფორმაციები