ინგლისმა და საფრანგეთმა ირანში ფრენები შეაჩერა

British Airways-მა და Air France-მ ირანში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს

ინგლისმა და საფრანგეთმა ირანში ფრენები შეაჩერა

ინგლისმა და საფრანგეთმა ირანში ფრენები შეაჩერა.

ინგლისურმა ავიაკომპანია British Airways-მა და საფრანგეთის ავიაკომპანია Air France-მ ირანში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

British Airways-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, ინგლისის დედაქალაქ ლონდონიდან ირანის დედაქალაქ თეირანისკენ ფრენები მომდევნო თვიდან შეწყდება.

კომპანია მიზეზად მიმართულების „კომერციულად არაეფექტურობას“ ასახელებს.

ირანში ფრენებს ასევე აჩერებს საფრანგეთის ავიაკომპანია Air France. კომპანიაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენები მომდევნო თვიდან შეჩერდება.

საყურადღებოა, რომ ირანში ფრენები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემდეგ შეჩერდა.  


საკვანძო სიტყვები: ირანი , საფრანგეთი , ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები