ერაყმა უარი თქვა აშშ-ს მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებზე

ერაყმა უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებზე

ერაყმა უარი თქვა აშშ-ს მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებზე

ერაყმა უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებზე.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერის, აჰმედ მაჰჯუბის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ერაყი უარს ამბობს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სახის ემბარგოზე, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოების ყველა ფენას. კრიზისების დროს ჩვენს გვერდით მდგომი ქვეყნის ირანის ღირსეულ საქციელს არ დავივიწყებთ... ვაფასებთ ირანის ისლამური სახელმწიფოს დახმარებას ერაყის ტერორიზმთან ბრძოლაში. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას უარი ათქმევინოს აშშ-ს აღნიშნული სანქციების გადაწყვეტილებაზე. მეზობელ ერაყსა და მთელს რეგიონზე ეკონომიკური და სოციალური კუთხით ამის უარყოფითი გავლენა დიდი იქნება.“

შიიტმა ლიდერმა მუკტედა ეს სადრმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „აშშ-მა გადაწყვტილებაზე უარი რომც არ თქვას, ჩვენ ხალხისათვის ზიანის მიყენების წინააღმდეგ ხელშეკრულები არ გავჩერდებით.“

პრეზიდენტ ფუად მასუმის თქმით, აშშ-ს მიერ ირანისათვის დაწესებული სანქციების მათ მიერ დაცვა რთული იქნება.


საკვანძო სიტყვები: სანქციები , აშშ , ერაყი , ირანი

მსგავსი ინფორმაციები