მსოფლიო ჩემპიონატით რუსეთმა დიდი მოგება ნახა

რუსეთში ჩასულმა უცხოელებმა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს

მსოფლიო ჩემპიონატით რუსეთმა დიდი მოგება ნახა

FIFA-ს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში  რუსეთში ჩასულმა უცხოელებმა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. გასული წლის ამავე პერიოდში რუსეთის მასპინძლობით გამართული, FIFA-ს 2017 წლის კონფედერაციის თასის დროს უცხოელებმა დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დახარჯეს, ხოლო მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და დაახლოებით მილიარდნახევარს მიაღწია. ჩემპიონატის მანძილზე უცხოელებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი მოსკოვში, ნიკოლსკაიას ქუჩაზე განთავსებული სავაჭრო ცენტრები გახლდათ. ჩატარებული კვლევების მიხედვით აღნიშნულ თანხაში მატჩების ბილეთები და სასტუმროების ხარჯები არ შედის.



მსგავსი ინფორმაციები