ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ეს სანქციები 5 ფირმას და 3 პიროვნებას ეხება

ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ კიბერ შეტევების გამო, ისედაც სანქცია დაწესებულ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისადმი (FSB) გაწეული დახმარებების გამო ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს კიდევ 5 რუსულ ფირმას და 3 პიროვნებას.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ხუთი რუსული ფირმა და მათგან ერთ ერთში მომუშავე რუსეთის 3 მოქალაქე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

2016 წლიდან FSB-სადმი მხარდაჭერის გამო სანქციები აქვთ დაწესებული 5 რუსულ ფირმას და ესენი არიან Digital Security, ERPScan-ი, Embedi, Kvant Scientific-ი Research Institute და Divetechnoservices-ი და მთავარი მიზეზი ამ სანქციებისა კიბერ თავდასხმებია.

რაც შეეხება სანქცირებულ პირებს, ისინი არიან  ფირმა Divetechnoservices-ში მმართველ პოზიციაზე მყოფი ალექსანდრე ტრიბუნი, ოლეგ ჩირკოვი და ვლადიმერ კაგანსკი



მსგავსი ინფორმაციები