თურქეთსა და ირანს შორის ახალი სავალუტო ბრუნვა

ისინი ამიერიდან თავიანთი ეროვნული ვალუტებით ივაჭრებენ

თურქეთსა და ირანს შორის ახალი სავალუტო ბრუნვა

 

როგორც  განაცხადა ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA- მ, გუშინ,  ირანსა და თურქეთს შორის პირველად მოხდა ეროვნული ვალუტების ურთიერთგაცვლა  (სავალუტო swap-ი) და ამით ამ ორი ქვეყნის ფულადი ერთეულების, დოლარის ან ევროს გამოუყენებლად გაცვლა პირველად მოხდა.

ირანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა IRNA-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით, ჯერ ერთი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საბანკო ოპერაციების განხორციელება უფრო ადვილი გახდება, ხოლო მეორეს მხრივ გაცვლითი კურსის რისკიც შემცირდება.

თურქული ლირისა და ირანული რიალის, ე.ი. ეროვნული ვალუტების გაცვლის შესახებ შეთანხმებას ორმა ქვეყანამ მიაღწია ერდოღანის გასულ წლის ოქტომბერში ირანში ვიზიტის დროს



მსგავსი ინფორმაციები