კატარი თურქეთში ინვესტიციებს ზრდის

ხელი მოაწერა 5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ოქმს

კატარი თურქეთში ინვესტიციებს ზრდის

 

თურქეთმა, კატართან ხელი მოაწერა 5 მილიარდი დოლარის  საინვესტიციო ოქმს. ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს 5,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების ინვესტიციებს.

ამ ინვესტიციების ფარგლებში, თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე თრაქიაში ბუნებრივ აირზე დაფუძნებული ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება, რომელშიც ექსპორტისათვის განკუთვნილი პოლიპროპილენი და პოლიეთილენი იქნება წარმოებული.

ამ პროექტით, თურქეთის ღია დეფიციტი 1,4 მილიარდი დოლარით შემცირდება. ამავე შეთანხმებით, ქირქლარელიში და კარამანში ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიც გაშენდება და მათი ექსპლოატაციაში გადაცემა 2023 წელს მოხდება



მსგავსი ინფორმაციები