ირანში დოლარის ფასი დასტაბილურდა

ერთი დოლარის ფასი 42 ათასი რიალი გახდა

ირანში დოლარის ფასი  დასტაბილურდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის,  რიალის,  დოლართან მიმართებაში გამყარების მიზნით, მისი ფასი სტაბილური, 42 ათასი გახადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანის თავჯდომარეობით გამართულ საგანგებო შეკრებაზე იქნა მიღებული. შეკრების დასრულების შემდეგ ვიცეპრეზიდენტმა ისაკ ჯიჰანგირიმ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან დაწყებული ერთი დოლარის ფასი 42 ათასი რიალი ეღირება და თუ ვინმე უფრო მაღალ ფასში გაყიდვას შეეცდება, ვალუტის კონტრაბანდაში დაედება ბრალი.  



მსგავსი ინფორმაციები