თურქეთმა გაჭირვებულ ქვეყნებს 14,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა

თურქეთმა გაჭირვებულ ქვეყნებს 14,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა

თურქეთმა გაჭირვებულ ქვეყნებს 14,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ 2016-2017 წლებში თურქეთმა გაჭირვებულ ქვეყნებს  განვითარების ფარგლებში 14,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა. მისივე თქმით თურქეთმა ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი დახმარება ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და ბალკანეთის ქვეყნებს გაუწია. პრემიერის თქმით, მათ ეს დახმარება განურჩევლად ერისა, ფერისა და რწმენისა განახორციელეს. ილდირიმმა ისიც აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც მსოფლიო აღმოსავლეთ გუტასთან და არაკანთან დაკავშირებით დუმდა, თურქეთი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. თურქეთის პრემიერმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ გაეროს მონაცემებით ყველაზე მეტი მიგრანტის მიმღები ქვეყანა თურქეთი გახლავთ რომლებსაც ასევე  შესაბამის დახმარებას უწევს.



მსგავსი ინფორმაციები