თურქეთში უცხოეთის 87 ათასი მოქალაქე მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გასულ წელში 87 ათას უცხოელზე მუშაობის ნებართვა გასცა

თურქეთში უცხოეთის 87 ათასი მოქალაქე მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია

თურქეთში უცხოეთის 87 ათასი მოქალაქე მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გასულ წელში 87 ათას უცხოელზე მუშაობის ნებართვა გასცა.

მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ათასობით ადამიანმა თურქეთში მუშაობის ნებართვის ასაღებად შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

2017 წელში მოკვლევების შემდეგ სამინსიტრომ დაახლოებით 100 ათასი განცხადებიდან 87 ათას 190 დააკმაყოფილა.

მიმართვებიდან 3 ათას 631 სამინისტრომ არ დააკმაყოფილა, 13 ათასამდე საქმე კი სხვადასხვა მიზეზის გამო უკან დააბრუნა, 1762 მიმართვა კი განხილვის პროცესშია.  

სამინისტროს ნებართვით გასულ წელში თურქეთში მუშაობა 20 ათას 970-მა სირიელმა დაიწყო.

სირიელებს გაცემული ნებართვების რაოდენობით მოსდევს საქართველო 7317, ყირგიზეთი 6360, უკრაინა 5761, ჩინეთი 4288, თურქმენეთი 3847, ინდოეთი 3055, უზბეკეთი 2465, აზერბაიჯანი 2449, რუსეთი 2390.

მუშაობის ნებართვა ასევე გაცემულია 960 გერმანელზე, 956 ინგლისელზე, 983 ამერიკელზე, 649 იტალიელზე და  543 ფრანგზე.

სამინსიტროს მიერ 2011 წელში 17 ათას 467, 2012 წელში 32 ათას 277, 2013 წელში 45 ათას 834, 2014 წელში 52 ათას 304, 2015 წელში 64 ათას 833 და 2016 წელში კი 73 ათას 584 მუშაობის ნებართვა იქნა გაცემული.



მსგავსი ინფორმაციები