თურქეთში ფოლადის წარმოება იზრდება

სექტორმა გასული წელი რეკორდით დაასრულა

905603
თურქეთში ფოლადის წარმოება იზრდება

 

თურქეთის ფოლადის მწარმოებელთა ასოციაციის (TÇÜD) ინფორმაციით, გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით 5,8%-ით მოიმატა მზა ფოლადის წარმოებამ და 36.1 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო ნედლეული ფოლადის წარმოება კი 13,2%-ით გაიზარდა და 37,2 მილიონ ტონას მიაღწია რა, ამითი ფოლადის წარმოებაში ისტორიული რეკორდი დამყარდა. ამავე ცნობით გასულ წელში ფოლადის და მისი ნაწარმების ექსპორტიც გაიზარდა და 13 მილიარდ 389 მილიონ დოლარის პროდუქცია იქნა გატანილი, ხოლო იმპორტირებულ იქნა 12 მილიარდ 385 მილიონი დოლარის ღირებულების ფოლადის ნაწარმი, რითაც სექტორმა საგარეო ვაჭრობა 1 მილიარდი დოლარის მოგებით დაასრულა

 



მსგავსი ინფორმაციები