უკრაინაში თურქული ინვესტიციები იზრდება

უკრაინაში თურქული ინვესტიციები იზრდება

უკრაინაში თურქული ინვესტიციები იზრდება

თურქეთ-უკრაინის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბურაკ ფეჰლივანმა განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობიდან დღემდე თურქი ინვესტორების უკრაინაში ინვესტიციამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ხმელნიცკის  რეგიონის  მრეწველობისა და ვაჭრობის პალატის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმში სიტყვით გამოსულმა ფეჰლივანმა განაცხადა, რომ ბოლო 3,5 წლის პერიოდში უკრაინამ სწრაფი რეფორმები განიცადა რა, ეს რეფორმები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განხორციელებული ყველაზე ეფექტური რეფორმები გახლავთ.  მისივე თქმით 2014 წლის მეიდანის მოვლენებამდე უკრაინა საგარეო ვაჭრობის 40%-ს მხოლოდ რუსეთთან ახორციელებდა, მაგრამ ამჟამად ეს რიცხვი 10%-მდეა დასული. ფეჰლივანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე, თურქეთ-უკრაინას შორის თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმების ხელშეკრულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბოლო 15 წლის განმავლობაში უკრაინამ, თურქეთთან განხორციელებული საგარეო ვაჭრობით  32 მილიარდ დოლარს მიაღწია. თურქულმა  ფირმებმა   ბოლო 10 წლის განმავლობაში 30 მილიარდი დოლარის  საგარეო ინვესტიცია განახორცილეს. აქედან 2,5 მილიარდი მხოლოდ უკრაინაში განხორციელდა. ამაში კი დიდი წვლილი,  თურქეთ-უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიუძღვის.“



მსგავსი ინფორმაციები