“Lesedi La Rona" 53 მილიონ დოლარად გაიყიდა

იგი 1109 კარატს იწონის

“Lesedi La Rona" 53 მილიონ დოლარად გაიყიდა

“Lesedi La Rona"-ს სახელწოდების ალმასი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უდიდეს მეორე ალმასს წარმოადგენს, 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ჩოგბურთის ბურთის ხელა და 1109 კარატის წონის ეს ალმასი ინგლისურმა საიუველირო ფირმა Graff Diamonds-მა იყიდა.

“Lesedi La Rona“ გასულ წელს ლონდონის ღია აუქციონზე 70 მილიონ დოლარად გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ, მყიდველი არ გამოუჩნდა.

ეს ალმასი 2015 წელს კანადურმა ფირმა Lucara Diamond-მ აფრიკის სახელმწიფო ბოტსვანაში აღმოაჩინეს და ადგილობრივ ენაზე Lesedi La Rona, ე.ი. ჩვენი სინათლე შეარქვეს  



მსგავსი ინფორმაციები