ანკარამ პრომოსკოვური პოზიცია აირჩია

იგი არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

ანკარამ პრომოსკოვური პოზიცია აირჩია

როგორც განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, თურქეთი არ მიიღებს და არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს, რადგან, იგი ქვეყნის ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.

“ჩვენმა ქვეყანამ გასულ წლებში ასეთი სანქციებისგან დიდად იზარალა. ჩვენი მეზობლებისა თუ პარტნიორების მიმართ დაწესებულმა სანქციებმა თურქეთის ეკონომიკას საკმარისი ზარალი მისცა. ამიტომაც ამის შემდეგ ასეთ სანქციებს აღარ შევუერთდებით, პირიქით, რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გზას ავირჩევთ“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

აშშ-მ, ამ თვის დასაწყისში რუსეთის ისეთ ძირითად სექტორებს, როგორებიცაა რკინიგზა, გემი, ლითონები, მადნეული, ბუნებრივი წიაღისეული და ა.შ. სანქციები დაუწესა



მსგავსი ინფორმაციები