ამერიკის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის კრიზისის გამო დახურვის შესაძლებლობა 22%-ია

ეკონომისტების განცხადებით, ამერიკის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის კრიზისის გამო დახურვის შესაძლებლობა 22%-ია

ამერიკის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის კრიზისის გამო დახურვის შესაძლებლობა 22%-ია

ეკონომისტების განცხადებით, ამერიკის ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის კრიზისის გამო დახურვის შესაძლებლობა 22%-ია.

The Wall Street Journal-ის მიერ ამ თვის დასაწყისში 62 ეკონომისტებთან ცატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ს ეკონომიკის ფინანსური რისკები გაიზარდა.

ეკონომისტებმა, ფედერალური მთავრობის, კონგრესისა და თეთრი სახლის მიერ შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დახურვის შესაძლებლობა დაახლოებით 22%-ად შეაფასეს.

აშშ-ში ფედერალური ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება და 30 სექტემბერს სრულდება, 2018 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტი თუ 30 სექტემბრამდე არ დამტკიცდება, ფედერალური ორგანოები 1 ოქტომბრიდან ფინანსური დეფიციტის გამო დახურვის საფრთხის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ.

საბიუჯეტო კრიზისი დღემდე ფედერალური მთავრობის 12-ჯერ დახურვის მიზეზი გახდა, მათ შორის ბოლოჯერ ეს 2013 წელში მოხდა.

ეკონომისტებმა, ფედერალური მთავრობის დავალინების ზღვარის ამერიკის ხაზინის არსებული რეზერვების ამოწურვამდე არ გაზრდით ქვეყნის დროებითი დეფოლტის შესაძლებლობა საშუალოდ 17%-ად შეაფასეს.

აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლების განცხადებით, იმისათვის რომ დავალიანების ზღვარი დეფოლტში არ გადავიდეს 29 სექტემბრამდე კონგრესმა იგი უნდა გაზარდოს.

სპეციალისტები იძლევიან გაფრთხილებას, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ დავალიანების ლიმიტის არ გაზრდის გამო დეფოლტის წარმოქმნამ, გლობალურ ფინანსურ ბაზრებს შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს.  



მსგავსი ინფორმაციები