ევროპელებს შხამიანი კვერცხები აშინებთ

ისინი ინგლისსა და საფრანგეთშიც აღმოაჩინეს

ევროპელებს შხამიანი კვერცხები აშინებთ

ნიდერლანდების, ბელგიის და გერმანიის შემდეგ შხამიანი კვერცხები იპოვეს ინგლისსა და საფრანგეთშიც.

ინგლისის სურსათის სტანდარტების სააგენტოს განცხადებით,  სასწრაფოდ გამოიძიებენ შხამიანი კვერცხების განაწილებას, რადგან მათი რაოდენობა არც თუ ისე ბევრია და აქედან გამომდინარე მათი უარყოფითი ზეგავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მაინც და მაინც დიდი არ იქნება.

საფრანგეთის მთავრობამაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ჰოლანდიიდან შემოსული კვერცხების 13 პარტიაში დააფიქსირეს fipronil-ის შემცველი მომწამვლელი ნივთიერებანი და ჯერ ჯერობით არ იციან, გაანაწილეს თუ არა ეს პარტიები მომხმარებელზე



მსგავსი ინფორმაციები