რუსეთმა გამარტივებული ელექტრონული სავიზო რეჟიმი შემოიღო

გამარტივებული რეჟიმით 18 ქვეყნის მოქალაქეები ისარგებლებენ

782177
რუსეთმა გამარტივებული ელექტრონული სავიზო რეჟიმი შემოიღო

როგორც განაცხადა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე გალუშკამ, 18 ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრონული სავიზო რეჟიმი გაუმარტივეს და ამ ქვეყნებს შორის თურქეთი, ჩინეთი, იაპონია და ინდოეთიც არიან. მისივე თქმით, გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადასვლა უკვე  ქალაქ ვლადივოსტოკის 2 საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ქალაქის ნავსადგურში და აეროპორტში დღეიდან დაიწყეს, ხოლო მომავალი წლიდან ასეთი საბაჟო კარების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. “ელექტრონულ ვიზებზე პასუხი 3 დღის განმავლობაში გაიცემა, იგი 30 დღიანი იქნება და ხელს შეუწყობს კამჩატკისა და სახალინის განვითარებას“, განაცხადა გალუშკამ



მსგავსი ინფორმაციები