ჯანეტ იელენმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა

ჯანეტ იელენმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა

ჯანეტ იელენმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა

აშშ-ს ცენტრალური ბანკის თავჯდომარემ ჯანეტ იელენმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვების დროს განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომა მომავალი წლის თებერვალში შესაძლებელი იქნება. კონგრესის ერთ-ერთმა წევრმა მას ასეთი შეკითხვა დაუსვა, 2018 წლის 3 თებერვალს მისი თავჯდომარეობის ვადა იწურება და ხელმეორედ თუ ისურვებდა ამ თანამდებობაზე მუშაობას. ჯანეტ იელენმა კი ასეთი პასუხი გასცა: „ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპთან საუბარი არ მქონია. ჩემი მთავარი მიზანია ამ თანამდებობაზე ვადა ბოლომდე ამოვწურო და კონგრესის მიერ დადგენილი მიზნების განსახორციელებლად ვიმუშაო.“ ჯანეტ იელენმა  წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პროცენტს ეტაპობრივად გაზრდის.   



მსგავსი ინფორმაციები