BOTAŞ-ი და GAZPROM-ი შეთანხმდნენ
BOTAŞ-ი და GAZPROM-ი შეთანხმდნენ

თურქულ ნაკადთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ თურქული კომპანიის BOTAŞ-ის გენერალურმა დირექტორმა, ბურჰან ოზჯანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თურქული ნაკადის, თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის დაფინანსების საკითხში, რუსულ კომპანია GAZPROM-თან შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული ბუნებრივი გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდებოდა, მაგრამ, რუსეთ-უკრაინას შორის 2014 წელს შექმნილი დაძაბულობის გამო ახალი ალტერნატივა, თურქული ნაკადი დადგა დღის წესრიგში. თურქული ნაკადის მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვიდან თურქეთის და საბერძნეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს.