22 მაისს მედვედევიც სტამბოლში იქნება

მას პირისპირ შეხვედრას მოუწყობს თურქი კოლეგა

22 მაისს მედვედევიც სტამბოლში იქნება

რუსეთის პრემიერმინისტრის პრეს სამსახურის ცნობით, სტამბოლში 22 მაისს დაგეგმილ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი, რომელსაც პირისპირი შეხვედრას მოუწყობს მისი თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი.

ამავე ცნობით მედვედევს სტამბოლში ვიზიტისას თან ახლდებიან პირველი ვიცეპრემიერი არკადი დვორკოვიჩი და ეენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი.

ილდირიმსა და მედვედევს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 27 აპრილს შესდგა



მსგავსი ინფორმაციები