ნუმან ქურთულმუში, ეკონომიკური დიპლომატია

საჭიროა, 15 ივლისის შემდეგ, აღქმის ოპერაციების წინააღმდეგ კარგი ეკონომიკური დიპლომატიის შექმნა.

540581
ნუმან ქურთულმუში, ეკონომიკური დიპლომატია

ვიცე პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY), 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შემდეგ, არ იტყვის, რომ დამარცხდა და არ დაიხევს უკან.

დასავლეთის სამყაროში წარმოქმნილი აღქმის ოპერაციებით შეეცდება თურქეთის ჩიხში მოქცევას.

ქურთულმუშმა, ანკარაში გამართულ ეკონომიკური დიპლომატიის შეხვედრაზე,  აღნიშნა, რომ 15 ივლისის ღამე ეს იყო თურქეთის პოლიტიკური ისტორიის ყველაზე შავი, ახლო ისტორიის ყველაზე მძიმე ღამე.

ცხადია, რომ ტერ-ორგანიზაცია FETÖ-ს ბანდები და მათი თანამოაზრეები, დამარცხების შემდეგ,  განზე არ გადგებიან. წლების განმავლობაში მოემზადნენ ამისთვის და ახლა ისე ადვილად არ დაიხევენ უკან. საზღვარგარეთ, თურქეთის ეკონომიკის შესახებ გამართავენ რიგ სპეკულაციებს. საზღვარგარეთ, დაიწყებენ თურქეთის ეკონომიკისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ჩირქის მომცხობ საქმიანობას.  ნუმან ქურთულუშმა აღნიშნა, რომ, ამიტომაც საჭიროა, 15 ივლისის შემდეგ, აღქმის ოპერაციების წინააღმდეგ კარგი ეკონომიკური დიპლომატიის შექმნა. ყოველგვარი დათმობის გარეშე მოახდენენ პუტჩში მონაწილე ელემენტების გაწმენდას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. ამ პროცესში, არ დაინდობენ პუტჩის მონაწილეებს და უსამართლოდ არ მოექცევიან უდანაშაულო ადამიანებს.  

ყველაფერი წარიმართება კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის ფარგლებში, თქვა:-ვიცე პრემიერმა ქურთულმუშმა.



მსგავსი ინფორმაციები